თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი – 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ტრომეთამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა.
კუნთოვანი სისტემის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი:
– რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრის ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);
– ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი;
– ოსტეოართრიტი, ოსტეოქონდროზი;
– ტენდონიტი, ბურსიტი, მიოზიტი, პერიართრიტი;
– ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშალგია, ლუმბაგო;
– დაზიანებები, დამწვრობა.
განკუთვნილია ინტრამუსკულური ან ინტრავენური შეყვანისთვის.
ინიშნება დოზით 20 მგ 1 ჯერ დღეში, შემანარჩუნებელი დოზა: 10 მგ დღეში.
ძლიერი ტკივილის სინდრომის დროს შეგიძლიათ გაზარდოთ დოზა 40 მგ-მდე დღეში ერთხელ.
პოდაგრის ართრიტის მწვავე შეტევების დროს: 20 მგ 2-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ 1-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.