თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ტრიპსინი NLT 600 USP U/მგ
ქიმოტრიფსინი NLT 600 USP U/მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), სილიციუმის დიოქსიდი (E551),
მაგნიუმის სტეარატი (E470b), ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი (E172).
ანთება, შეშუპება და თანმხლები ტკივილი, მიუხედავად წარმოშობისა და ადგილმდებარეობისა.
ტრავმატოლოგია და ქირურგია: პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების, მოტეხილობების, კუნთების და მყესების დაზიანებების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მეანობა და გინეკოლოგია: საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, მასტიტი, მასტოპათია.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, შუა ოტიტი, ევსტახიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია.
ნეკროზული დაზიანებების შესამცირებლად და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების დროს ანტიბიოტიკების შეღწევადობის გასაუმჯობესებლად.
დუოტრიპსინი მიიღება პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ჭამის დროს მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელი.