ერთი აბი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს – 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: მენთოლს, პიტნის არომატს, პოვიდონს, ნატრიუმის ციკლამატს, მანიტოლს, სორბიტოლს, პრეჟელატინიზებულ სახამებელს, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, მწვანე ოპადრის საღებავს .
პირის ღრუს და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების (სხვადასხვა ეტიოლოგიის) ანთებითი დაავადებები, ტკივილისა და პირის ღრუს და გაღიზიანების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
აბი მოათავსეთ პირის ღრუში მის საბოლოო დადნობამდე (სასურველია, მაქსიმალური ეფექტისთვის).
მოზრდილები და ბავშვები 6 წლის შემდეგ: ერთი აბი 3-ჯერ დღეში.
ბავშვები 6-დან 11 წლამდე: პრეპარატი მიიღება უფროსების ზედამხედველობით.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
არ გადაყლაპო. არ დაღეჭოთ.